მთავარითემები „ს“სიცოცხლის სუნთქვა

სიცოცხლის სუნთქვა

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 2:7
    და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
  2. საქმეები 17:25
    არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
  3. დაბადება 1:30
    და ყოველ ცხოველს მიწისას, და ყოველ ფრინველს ცისას და ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე, რომელშიც ცოცხალი სულია, მივეცი მე მცენარეები საკვებად”. და იქმნა ასე.
  4. დაბადება 6:17
    და მე მოვავლენ წყლის წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის, რომელშიც სიცოცხლის სულია, მოსასპობად. და ყოველი, რაც ქვეყანაზეა, დაიღუპება.
  5. იობი 27:3
    რადგან, ვიდრე ჩემი სუნთქვა ჩემშია და ღვთის სული ჩემს ნესტოებშია,
  6. იობი 33:4
    ღვთის სულმა შემქმნა და ყოვლადძლიერის სუნთქვა მასულდგმულებს.
  7. ფსალმუნები 103:30
    გაუშვებ შენს სულს – წარმოიქმნებიან, და განაახლებ პირს მიწისას.
  8. ესაია 42:5
    ასე თქვა უფალმა ღმერთმა, რომელმაც შექმნა ცანი და გადაჭიმა ისინი, დააგო დედამიწა მისი აღმონაცენითურთ, მისცა სუნთქვა ხალხს, მასზე მოარულს.
  9. ესაია 57:16
    რადგან საუკუნოდ არ ვიდავებ და არც უკუნისამდე ვიმრისხანებ მე, რადგან დაუძლურდება ჩემს წინაშე სული და სამშვინელნი, მე რომ შევქმენი.
  10. იერემია 38:16
    და ფარულად შეჰფიცა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას ასე: „როგორც ცოცხალია უფალი, რომელმაც შეგვიქმნა ჩვენ ეს სული, რომ მე არ მოგკლავ და არ გადაგცემ იმ კაცთა ხელთ, რომელნიც შენს სულს ეძიებენ!
  11. გამოცხადება 11:11
    სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისაგან და ფეხზე დადგნენ. დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.
  12. 3 მეფეთა 17:17
    ამ ამბების შემდეგ ავად გახდა ამ ქალის – დიასახლისის – ვაჟი. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.
  13. იობი 34:14-15
    თუ თავისკენ მიაპყრობს თავის გულისყურს, უკანვე წაიღებს თავის სულსა და სუნთქვას, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და ადამიანი მტვრად მიიქცევა.
  14. ფსალმუნები 103:29
    დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – დაიხოცებიან და თავიანთ მიწა-მტვრად მიიქცევიან;
  15. ესაია 40:7
    ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როდესაც უფლის სული დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი.

← ყველა თემა „ს“-ზე