ბიბლიის მუხლები თემაზე
შრომა
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- რომაელთა 12:11
გულმოდგინებაში ნუ გაზარმაცდებით; სულით აღენთეთ, უფალს ემსახურეთ.
- 2 თესალონიკელთა 3:7
რადგან თვითონაც იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენ შორის.
- იგავნი 10:4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.
- იგავნი 12:11
თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი ჭკუანაკლულია.
- იოანეს 4:38
მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით“.
- იგავნი 14:23
ყოველგვარ შრომას მოგება მოაქვს, ფუჭ სიტყვებს კი მხოლოდ - სიღარიბე.
- ეკლესიასტე 9:10
ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, გააკეთე შენი შეძლებისამებრ, ვინაიდან არაა საქმე, განზრახვა, ცოდნა და სიბრძნე საიქიოს, სადაც შენ მიდიხარ.
- იგავნი 12:24
ბეჯითის ხელი იბატონებს, ზარმაცი კი მონად იქცევა.
- 1 თესალონიკელთა 4:11
გულმოდგინედ ეცადეთ იცხოვროთ წყნარად; აკეთეთ თქვენი საქმე საკუთარი ხელით, როგორც ჩვენ დაგავალეთ.
- დაბადება 2:15
აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი და დაასახლა ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.
- გამოსვლა 20:9
ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;
- ფსალმუნები 103:23
გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაოს საღამომდე.
- ფსალმუნები 89:10
ჩვენი დღეების რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; ამათგან კი უმეტესი ჯაფა და წუხილია, რადგან სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.
- 2 თესალონიკელთა 3:10
როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ნურც შეჭამს“,