მთავარითემები „შ“შრომა სულიერი თვალსაზრისით

შრომა სულიერი თვალსაზრისით

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 4:38
    მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით“.
  2. 1 კორინთელთა 3:9
    ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი - ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა.
  3. 1 კორინთელთა 15:10
    მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
  4. 1 ტიმოთე 4:10
    ვინაიდან ამიტომ ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ცოცხალი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, მეტადრე კი ერთგულებისა.
  5. 1 თესალონიკელთა 1:3
    განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.
  6. კოლასელთა 4:12
    მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.
  7. ესაია 49:4
    ვუპასუხე: „არაფრისთვის ვირჯებოდი, ამაოდ და ტყუილად გამოვლიე ძალა, თუმცა უფალშია ჩემი სამართალი და საზღაური ჩემი - ჩემს ღმერთთან!
  8. გალატელთა 4:11
    ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენ შორის!
  9. 1 თესალონიკელთა 3:5
    ამიტომ მეც ვეღარ შევძელი მეტის მოთმენა და ტიმოთე გამოვგზავნე თქვენი რწმენის ამბის შესატყობად, ვაითუ გაცდუნათ მაცდურმა და ფუჭი გამოდგეს ჩვენი შრომა.
  10. მათეს 9:37-38
    მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან.38ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“.

← ყველა თემა „შ“-ზე