ბიბლიის მუხლები თემაზე
შინაგანი მშვენება
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 პეტრეს 3:3-4
თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგანი: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ დაფარული გულის ადამიანი უხრწნელი მყუდროებით და სულის სიმშვიდით, რაც ძვირფასია ღმერთის წინაშე.
- 1 ტიმოთეს 2:9
ასევე დედაკაცებიც, შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი; არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტებითა და ძვირფასი ტანსაცმლით,
- იგავნი 8:11
რადგან, ძვირფას თვლებზე უკეთესია სიბრძნე, ვერავითარი სანატრელი რამ ვერ შეედრება”.
- იგავნი 3:1
შვილო! ჩემს მოძღვრებას ნუ დაივიწყებ და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
- იგავნი 3:15
მარგალიტზე ძვირფასია იგი და შენი არც ერთი საწადელი არ შეედრება მას.
- იგავნი 3:22
და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად - შენი ყელისთვის.
- იგავნი 20:15
არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი სამკაული - გონიერი ბაგეებია.
- იგავნი 25:12
ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა ბრძენის დარიგება გამგონე ყურისთვის.
- იგავნი 1:9
რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე და სამკაული შენს ყელზე.
- ესაია 61:10
სიხარულით ვილხენ უფალში, გაიხარებს ჩემი სული ჩემს ღმერთში, ვინაიდან მან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა, როგორც ნეფე იდგამს გვირგვინს და როგორც პატარძალი ირთვება სამკაულებით.
- ტიტეს 2:10
არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყოველნაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.
- 1 პეტრეს 3:5
ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.
- გამოცხადება 21:2
და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.