მთავარითემები „შ“შეტყობა

შეტყობა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 43:21
    განა ღმერთი არ გვაზღვევინებდა ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.
  2. დაბადება 44:16
    და თქვა იუდამ: „რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს? რა ვთქვათ და რითი გავიმართლოთ თავი? ღმერთმა ჰპოვა შენს მსახურთა დანაშაული, და გავხდით ჩვენ მონები ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.
  3. ეკლესიასტე 3:11
    ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი.
  4. ეკლესიასტე 8:17
    ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს მისწვდეს საქმეს, რომელიც მზის ქვეშ ხდება: რამდენიც არ უნდა ეცადოს ადამიანმა, ვერ მისწვდება. და კიდევაც რომ იფიქროს ბრძენმა, რომ იცის, ვერ შეძლებს მიწვდომას.
  5. იერემია 2:5
    ასე თქვა უფალმა: „რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ მე და მისდიეს ამაოებას და გახდნენ ამაონი?
  6. რიცხვნი 32:23
    თუ ასე არ გააკეთებთ, აჰა, შეგიცოდავთ უფლისათვის, და იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ.
  7. იგავნი 10:9
    სიმართლეში მოარული უშიშრად ივლის და თავისი გზის გამმრუდებელი გამომჟღავნდება.
  8. დაბადება 44:17
    და თქვა: „ღმერთმა დამიფაროს ამისაგან! კაცი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის იქნება ჩემი მონა, თქვენ კი მშვიდობით წახვალთ მამათქვენთან.
  9. მათეს 2:7
    მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
  10. მათეს 2:16
    ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია.
  11. ლუკას 1:3
    მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე,

← ყველა თემა „შ“-ზე