მთავარითემები „შ“შეთქმულებები

შეთქმულებები

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 82:5
    მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
  2. იერემია 11:9
    და მითხრა უფალმა: „შეთქმულება აღმოჩნდა იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთა შორის.
  3. ესაია 8:12
    ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყოველივე იმას, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; და ნუ შეგეშინდებათ იმისი, რისიც მას ეშინია, და ნუ დაფრთხებით.
  4. ფსალმუნები 82:3
    შენი ერის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ მათზე, ვისაც შენ იფარავ.
  5. 2 მეფეთა 15:31
    და შეატყობინეს დავითს: „ახითოფელიც შეთქმულებაში არის აბესალომთან.” და თქვა დავითმა: „ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.
  6. 3 მეფეთა 16:20
    ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
  7. ამოსი 7:10-11
    შეუთვალა ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, იერობყამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში. მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს; რადგან ასე ამბობს ამოსი: „მახვილით მოკვდება იერობყამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან.
  8. ეზეკიელი 22:25
    მის წინასწარმეტყველთა შეთქმულებაა მის შიგნით, როგორც მბრდღვინავი ლომი, დამგლეჯი ნადავლისა. სულს ჭამდნენ, ქონება და ძვირფასეულობა მიჰქონდათ, ქვრივები მრავლდებოდნენ მის შიგნით,
  9. იოანეს 11:53
    იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.
  10. 2 მეფეთა 15:12
    და გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი, დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. და განმტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.

← ყველა თემა „შ“-ზე