მთავარითემები „შ“შეჯიბრებები

შეჯიბრებები

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 24:17-18
    შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული, თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდება მის თვალში და მოაქცევს მისგან თავის რისხვას.
  2. ეკლესიასტე 9:11
    ისიც ვიხილე მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს.
  3. 1 კორინთელთა 9:24-27
    არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადის მოსაპოვებლად. ამიტომ მე უმიზნოდ კი არ მივრბივარ, ისე კი არ ვიბრძვი, თითქოს ჰაერს ვებრძოდე, არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებისთვის მქადაგებელი, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი.
  4. ფსალმუნები 18:5
    ვითარცა ნეფე, გამოდის ის საქორწინო ტავხტრევანიდან; ვითარცა გმირი, ხარობს ის გარბენას გზისას.
  5. ფილიპელთა 2:3-4
    არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან ამპარტავნებით, არამედ თავმდაბლად ერთმანეთი საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
  6. კოლოსელთა 3:23
    ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის.
  7. 2 ტიმოთეს 2:5
    შეჯიბრშიც გვირგვინს ვერავინ მიიღებს, თუ უწესოდ იბრძოლებს.
  8. კოლოსელთა 3:17
    და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მადლობა შესწირეთ მამა ღმერთს მის მიერ.
  9. გალატელთა 6:4
    ხოლო თვითეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავის თავში და არა სხვაში.

← ყველა თემა „შ“-ზე