ბიბლიის მუხლები თემაზე
შეგნება
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 3:7
და აეხილათ თვალები ორივეს, და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ. და გადააბეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს გარშემოსარტყლები.
- მათეს 12:14
ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესომ შეიტყო და იქაურობას გაეცალა.
- იოანეს 6:61
იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ბუზღუნებდნენ თავისთვის ამის გამო, და უთხრა მათ: „ეს გაცდუნებთ თქვენ?
- ლუკას 24:31
მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის.
- დაბადება 42:7
დაინახა იოსებმა თავისი ძმები და 2021 იცნო ისინი. მაგრამ არ გაუმხილა მათ თავი, და მკაცრად ელაპარაკა, და უთხრა მათ: „საიდან მოხვედით?” და უთხრეს: „ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად.
- დაბადება 3:5
რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი”.
- 1 კორინთელთა 6:19
ანდა, ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღვთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
- საქმეები 17:28
ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა: ჩვენ მისი მოდგმა ვართო.
- ფსალმუნები 138:7-8
საით წაუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე - იქაც ხარ შენ!
- იერემია 23:24
თუ ვინმე დაიმალება სამალავში, განა მე ვერ დავინახავ მას?” - სიტყვა უფლისა, - „განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე?” - სიტყვა უფლისა. -
- 1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.
- იოანეს 1:29
მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა.
- იოანეს 1:48
ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?” მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ დაგინახე.
- იოანეს 4:19
ეუბნება მას ქალი: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
- ეფესელთა 6:12
რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.