მთავარითემები „შ“შაბათის დაცვა

შაბათის დაცვა

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 31:16
    და დაიცვან ისრაელიანთ შაბათი, იზეიმონ შაბათი თაობიდან თაობამდე საუკუნო აღთქმად.
  2. ლევიანნი 19:3
    თითოეულს თავისი დედ-მამის შიში და კრძალვა ჰქონდეს, და ჩემი შაბათები დაიცავით; მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი.
  3. ლევიანნი 19:30
    ჩემი შაბათები დაიცავით და თაყვანი ეცით ჩემს საწმიდარს; მე ვარ უფალი.
  4. მეორე რჯული 5:15
    გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტელთა ქვეყანაში, და გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან ძლიერი ხელით და აღმართული მკლავით. ამისათვის გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დაიცვა შაბათი დღე.
  5. ესაია 56:4-5
    რადგან ასე ამბობს უფალი: „საჭურისები, რომლებიც ჩემს შაბათებს იცავენ, ჩემთვის საწადელს ირჩევენ და ჩემს აღთქმას ეჭიდებიან;  მივცემ მათ ჩემს სახლში და ჩემს კედლებში სახსენებელს და სახელს, ჩემს ძეებზე და ასულებზე უკეთესს; მარადიულ სახელს მივცემ მათ, რომელიც არ წაიშლება
  6. გამოსვლა 16:23
    უთხრა მათ: „აი, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი; რასაც გამოაცხობთ, გამოაცხეთ და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ დილისთვის შეინახეთ“..
  7. გამოსვლა 16:25
    უთხრა მოსემ: „ჭამეთ დღეს, რადგან უფლის შაბათია. დღეს ვერაფერს იპოვით ველზე.
  8. გამოსვლა 16:29
    იცოდეთ, შაბათი რომ მოგცათ უფალმა, ამიტომ მოგცათ მეექვსე დღეს ორი დღის პური; იჯდეს თითოეული თავისთან, არავინ არსად გავიდეს მეშვიდე დღეს“.
  9. გამოსვლა 31:15
    ექვს დღეს აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე - შაბათი, უფლისმიერი უქმეა, უფლისთვის წმიდა; და ყოველი, ვინც შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უსათუოდ მოკვდება.
  10. ლევიანნი 25:4
    მეშვიდე წელი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, ეს უფლის შაბათია: არ დათესო ყანა და ნუ გასხლავ ვენახს.
  11. იერემია 17:22
    შაბათ დღეს არც სახლებიდან გამოიტანოთ ტვირთი და არც არავითარი სამუშაო არ შეასრულოთ. წმიდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც თქვენს მამებს ვუბრძანე.
  12. მათეს 12:8
    რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის“.
  13. მარკოზის 2:27
    უთხრა: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
  14. იოანეს 5:9
    იგი მყისვე გამოჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს კი შაბათი იყო
  15. ებრაელთა 4:9
    ესეიგი, შაბათის სიმშვიდე კვლავ რჩება ღვთის ხალხისთვის..

← ყველა თემა „შ“-ზე