მთავარითემები „ს“სახლების აშენება

სახლების აშენება

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 24:3
    სიბრძნით აშენდება სახლი და გონებით განმტკიცდება,
  2. ფსალმუნები 126:1
    სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; სადაც უფალი არ დაიცავს ქალაქს, იქ ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
  3. მეორე რჯული 8:12
    როცა ჭამთ და გაძღებით, და აიშენებთ მშვენიერ სახლებს და მათში იცხოვრებთ,
  4. იერემია 22:13-14
    ვაი იმას, ვინც უსამართლობით აშენებს თავის სახლს და უკანონოდ – თავის ქორედებს! თავის მოყვასს მუქთად ამუშავებს და მის გასამრჯელოს არ აძლევს მას. ვინც ამბობს: ‘ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ქორედებს, და გაჭრის თავისთვის სარკმელებს და კედრით შემოფიცრავს და სინგურით შეღებავს.
  5. ანგია 1:9
    ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ?” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ.
  6. 3 მეფეთა 2:36
    და გაგზავნა, და შეუთვალა მეფემ შიმყის და უთხრა: „აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე იქ. ნურსად ნუ გახვალ იქიდან.
  7. ზაქარია 5:11
    მითხრა: „შინეარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ. და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.
  8. ებრაელთა 3:3
    ვინაიდან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის აღმშენებელს.
  9. ებრაელთა 3:4
    ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია.

← ყველა თემა „ს“-ზე