მთავარითემები „ს“სახარების ძალა

სახარების ძალა

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 1:16
    ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
  2. 1 კორინთელთა 1:18
    ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
  3. ლუკას 1:69
    და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში;
  4. 1 კორინთელთა 4:20
    რადგან ღვთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში.
  5. 1 კორინთელთა 2:4
    ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით,
  6. 1 თესალონიკელთა 1:5
    რადგან ჩვენი სახარება მხოლოდ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის, თქვენთვის.

← ყველა თემა „ს“-ზე