მთავარითემები „ს“სამსჯავრო მოდის

სამსჯავრო მოდის

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 3:7
    დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: ,,იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?
  2. ლუკას 3:7
    ეუბნებოდა მოსანათლად მოსულ ხალხს: ,,იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
  3. 1 თესალონიკელთა 1:10
    და მოელოდეთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა; იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ.
  4. საქმეები 24:25
    პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: "ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”.
  5. ლუკას 21:6
    ,,დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი ჩამოიქცევა”.
  6. ლუკას 23:29
    რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უკვებიათ!

← ყველა თემა „ს“-ზე