მთავარითემები „ს“საძმო

საძმო

29 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 132:1
    აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
  2. 1 იოანეს 4:20
    თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?
  3. 1 პეტრეს 2:17
    ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
  4. მალაქია 2:10
    განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვემუხანათებით ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამების აღთქმა?
  5. მათეს 23:8
    თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ.
  6. მათეს 25:40
    მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’
  7. ებრაელთა 13:1
    ძმური სიყვარული დარჩეს.
  8. იოანეს 20:17
    ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.
  9. რომაელთა 12:10
    ძმათმოყვარეობაში – ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.
  10. ფილიპელთა 2:2
    შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი.
  11. ეფესელთა 6:23
    მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღვთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
  12. კოლოსელთა 1:2
    კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში.
  13. კოლოსელთა 4:15
    მოიკითხეთ ლაოდიკიელი ძმები, ნუმფა და მისი საშინაო ეკლესია.
  14. ეფესელთა 4:29
    არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.
  15. იოანეს 13:34
    ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
  16. გალატელთა 3:28
    უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
  17. 1 თესალონიკელთა 4:9-10
    ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში. რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, უფრო და უფრო
  18. 1 თესალონიკელთა 5:26
    მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.
  19. 1 ტიმოთეს 5:1
    ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი – როგორც ძმებს,
  20. 2 ტიმოთეს 4:21
    ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი და კლავდია და ყველა ძმა.
  21. ებრაელთა 2:11
    ვინაიდან განმწმედელი და განწმედილნიც ყველანი ერთისაგან არიან, ამიტომ არ რცხვენია, მათ ძმები უწოდოს,
  22. 1 პეტრეს 1:22
    რაკი ჭეშმარიტებისადმი დამორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უთვალთმაქცო ძმათმოყვარებისათვის: სუფთა გულით შეიყვარეთ ერთმანეთი მტკიცედ.
  23. 1 პეტრეს 3:8
    ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.
  24. 1 პეტრეს 5:9
    წინაღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება სოფელში.
  25. 2 პეტრეს 1:7
    ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული.
  26. 1 იოანეს 3:14
    ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
  27. გამოცხადება 19:10
    დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია”.
  28. გამოცხადება 22:9
    მითხრა მე: „ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი”.
  29. ზაქარია 11:14
    გავტეხავ მეორე კომბალს – საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.

← ყველა თემა „ს“-ზე