მთავარითემები „რ“როცა ხარ მამა

როცა ხარ მამა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 6:4
    თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
  2. იგავნი 22:6
    ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.
  3. კოლოსელთა 3:21
    მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.
  4. ფსალმუნები 102:13
    როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
  5. ფსალმუნები 126:3-5
    აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
  6. 2 ტიმოთეს 3:16
    მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.
  7. იგავნი 23:24
    ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
  8. იგავნი 3:11-12
    უფლის დარიგებას, შვილო ჩემო, ნუ შეიზიზღებ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება. ვინც უყვარს უფალს, იმას დასჯის როგორც მამა – შვილს, თავის საქებარს!
  9. იგავნი 17:27
    ცოდნის მცოდნელი თავისი ნათქვამის მომჭირნეა და თავშეკავებულია გონიერი კაცი.
  10. იგავნი 23:22
    უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი.
  11. იგავნი 1:8
    ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
  12. იგავნი 13:22
    კეთილი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისათვის ინახება.

← ყველა თემა „რ“-ზე