მთავარითემები „რ“როცა არ იცი მომავალი

როცა არ იცი მომავალი

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 27:1
    ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.
  2. ეკლესიასტე 11:6
    დათესე დილით შენი თესლი და ნურც საღამოს მოასვენებ შენს ხელს, ვინაიდან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას - ეს თუ ის, თუ ორივე ერთნაირად კარგი იქნება.
  3. ეკლესიასტე 8:7
    რადგან არ იცის რა მოხდება; და ვინ ეტყვის მას შემდეგ რა იქნება?
  4. იაკობის 4:14
    თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
  5. დაბადება 27:2
    უთხრა: „მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;
  6. ეკლესიასტე 9:12
    რამეთუ არც ადამიანმა იცის თვისი ჟამი: მსგავსად თევზებისა, ბოროტ ბადეში რომ ებმებიან და ფრინველებივით, მახეში რომ არიან გაბმულნი, ასე ებმებიან ხაფანგში ადამის ძენი მოულოდნელად თავსდატეხილ ბოროტ ჟამს.
  7. ფსალმუნები 38:6
    ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
  8. ესაია 47:11
    მოგეწევა ბოროტი და არ გეცოდინება მისი შელოცვა. დაგატყდება უბედურება და ვერ შეძლებ მისგან გამოსყიდვას, ისე მოულოდნელად მოგივა წარწყმედა, რომ ვერც მიხვდები.

← ყველა თემა „რ“-ზე