მთავარითემები „ქ“ქრისტიანების სახელწოდებები

ქრისტიანების სახელწოდებები

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. საქმეები 5:14
    სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი კაცი და ქალი.
  2. 1 თესალონიკელთა 1:4
    ვიცით რა თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელნო ძმანო.
  3. ებრაელთა 3:1
    ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,
  4. 2 კორინთელთა 6:13
    ხოლო ამის სამაგიეროდ, გეუბნებით, როგორც შვილებს: ფართოდ გაიხსენით თქვენც.
  5. რომაელთა 8:16
    სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ.
  6. ეფესელთა 5:8
    რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.
  7. ეფესელთა 5:1
    მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა,
  8. რომაელთა 8:33
    ვინ გაამტყუნებს ღმერთის რჩეულთ? ღმერთია გამამართლებელი;
  9. იოანეს 15:14
    თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც გაძლევთ მცნებად.
  10. რომაელთა 8:17
    ხოლო თუ შვილები – მაშინ მემკვიდრენიც, ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად განვდიდნეთ კიდეც.
  11. 1 იოანეს 2:1
    ჩემო შვილებო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს მამის წინაშე მეოხი, მართალი იესო ქრისტე.
  12. 1 კორინთელთა 12:18
    და, აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ინება.
  13. გამოცხადება 1:6
    და გაგვხადა ჩვენ მეფეებად და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისა. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
  14. საქმეები 16:17
    იგი აგვედევნა პავლეს და ჩვენ, ყვიროდა და ამბობდა: „ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენ ხსნის გზას!
  15. იოანეს 10:27
    ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.
  16. 2 ტიმოთეს 2:4
    არც ერთი მეომარი არ გაეხვევა ცხოვრებისეულ საქმეებში, რათა აამოს მეთაურს.
  17. 2 ტიმოთეს 2:21
    ამრიგად, ვინც ამისგან გასუფთავდება, ის იქნება საპატიო ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული.
  18. საქმეები 1:8
    მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.

← ყველა თემა „ქ“-ზე