მთავარითემები „ქ“ქრისტეს მოსმენა

ქრისტეს მოსმენა

22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 იოანეს 1:1
    იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე.
  2. 1 იოანეს 1:3
    რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
  3. საქმეები 4:20
    ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია.
  4. საქმეები 22:15
    რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე.
  5. მათეს 11:4
    მიუგო მათ იესომ და უთხრა: წადით და აუწყეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:
  6. ლუკას 7:22
    ბევრი მეტყვის იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
  7. ლუკას 6:47
    ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
  8. მათეს 7:26
    ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.
  9. ლუკას 6:49
    ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა.
  10. ლუკას 10:39
    მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და მის სიტყვას ისმენდა.
  11. იოანეს 5:24
    ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.
  12. მათეს 22:22
    ეს რომ მოისმინეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ
  13. ლუკას 5:15
    უფრო და უფრო ვრცელდებოდა სიტყვა მის შესახებ, დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა თან, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ სნეულებათაგან.
  14. ლუკას 6:17
    ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან,
  15. ლუკას 20:45
    და მთელი ხალხის გასაგონად უთხრა თავის მოწაფეებს:
  16. იოანეს 4:42
    იმ დედაკაცს კი უთხრეს: უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი.
  17. ლუკას 6:27
    ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
  18. ლუკას 15:1
    უახლოვდებოდა მას ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა.
  19. იოანეს 5:25
    ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან.
  20. იოანეს 18:21
    მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი.
  21. საქმეები 9:7
    კაცები, მას რომ ახლდნენ, ენაჩავარდნილნი იდგნენ: ხმა ესმოდათ, თუმცა ვერავის ხედავდნენ.
  22. გამოცხადება 3:20
    აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.

← ყველა თემა „ქ“-ზე