ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტეს მეორედ მოსვლის დანიშნულება
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ებრაელტა 9:28
ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.
- 1 პეტრეს 1:5
ღვთის ძალით დაცულნო - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
- 2 თესალონიკელთა 1:10
როცა ის მოვა, რათა იმ დღეს განდიდდეს თავის წმიდანებში და გააოცოს ყველა მორწმუნე; რადგან იწამეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.
- 1 კორინთელთა 5:4
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.
- ფსალმუნები 49:3-4
მოდის ჩვენი ღმერთი და არ დადუმდება; მჭამელი ცეცხლია მის წინაშე და ძლიერი ქარიშხალი - მის ირგვლივ. მოუხმობს ზეცას მაღლიდან და დედამიწას - თავისი ხალხის განსასჯელად:
- იოანეს 5:22
არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა,
- 2 ტიმოთეს 4:1
გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სამეფოთი,
- გამოცხადება 20:11-13
ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, ვისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ მოინახა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმაც მისცეს მათში მყოფი თავიანთი მკვდრები; და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ.
- ესაია 24:23
მთვარე გაწბილდება და მზე შერცხვება, რადგან ცაბაოთ უფალი იმეფებს სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე იქნება მისი დიდება.
- დანიელის 7:14
მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და სამეფო, რათა ყველა ხალხი, ტომი და ენა მას ემსახუროს. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.
- გამოცხადება 11:15
მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „ქვეყნიერების სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე”.
- 1 კორინთელთა 15:23
თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო - ქრისტე, ხოლო შემდეგ - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.