მთავარითემები „ქ“ქრისტეს მეორედ მოსვლა

ქრისტეს მეორედ მოსვლა

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 თესალონიკელთა 5:23
    თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
  2. იაკობის 5:7
    ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას.
  3. 1 თესალონიკელთა 5:1-3
    ხოლო დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო, ვინაიდან თქვენ თვითონაც დანამდვილებით იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით. რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
  4. საქმეები 1:9-11
    ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან. მის ცად ამაღლებას რომ უყურებდნენ, აჰა, ორი კაცი წარუდგა მათ თეთრ სამოსელში. უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი”.
  5. 1 თესალონიკელთა 1:10
    და მოელოდეთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა; იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის ჩვენ.
  6. ფილიპელთა 4:5
    თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისთვის. ახლოა უფალი.
  7. გამოცხადება 1:7
    აჰა, მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ!
  8. გამოცხადება 22:12
    აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.
  9. მათეს 24:42
    ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
  10. 1 კორინთელთა 1:7
    და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
  11. 2 პეტრეს 3:4
    და იტყვიან: სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, მამები რომ მიიცვალნენ, ყველაფერი უცვლელად რჩება, როგორც დასაბამიდან იყო.
  12. ფილიპელთა 3:20-21
    ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზე­ცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს, 21 რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.
  13. ტიტეს 2:13
    ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
  14. იოანეს 14:3
    როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
  15. მათეს 26:64
    უთხრა იესომ: „შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
  16. მათეს 16:27
    რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.
  17. მათეს 25:31
    ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
  18. მარკოზის 8:38
    რადგან ვისაც ჩემი და ჩემი სიტყვებისა შერცხვება ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, ძე კაცისასაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებით, წმიდა ანგელოზებთან ერთად”.

← ყველა თემა „ქ“-ზე