მთავარითემები „ქ“ქრისტეს მცნებების დაცვა

ქრისტეს მცნებების დაცვა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 28:20
    ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!
  2. იოანეს 15:14
    თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ.
  3. იოანეს 14:15
    თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.
  4. იოანეს 14:21
    ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები
  5. იოანეს 15:10
    თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
  6. 1 იოანეს 2:3
    იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ ვიცავთ მის მცნებებს.
  7. 2 იოანეს 1:6
    სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების მიხედვით დადიოდეთ. ეს ის მცნებაა, რომელიც დასაბამიდან გესმათ, რომ მასში დადიოდეთ.
  8. იოანეს 8:51
    ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.
  9. იოანეს 8:52
    უთხრეს მას იუდევლებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
  10. 1 იოანეს 2:4
    ვინც ამბობს, შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.
  11. 1 იოანეს 2:5
    ხოლო ვინც მის სიტყვას იცავს, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული; ამით ვიგებთ, რომ მასში ვართ.

← ყველა თემა „ქ“-ზე