მთავარითემები „ქ“ქრისტეს გამოცხადება

ქრისტეს გამოცხადება

22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 პეტრეს 1:20
    რომელიც წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოგვევლინა თქვენი გულისთვის,
  2. იოანეს 1:31
    მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს”.
  3. იოანეს 14:22
    იუდამ, არა ისკარიოტელმა, ჰკითხა: „უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთისოფელს?
  4. იოანეს 7:4
    ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
  5. მათეს 9:31
    ისინი კი გავიდნენ და მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.
  6. იოანეს 17:30
    ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.
  7. ლუკას 22:67
    უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი”. უთხრა: „რომ გითხრათ, არ მერწმუნებით,
  8. იოანეს 7:26
    აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
  9. იოანეს 14:21
    ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.
  10. იოანეს 21:1
    ამის შემდეგ კვლავ ეჩვენა იესო მოწაფეებს, ტიბერიის ზღვაზე. აი, ასე ეჩვენა მათ:
  11. 1 პეტრეს 4:13
    არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.
  12. 2 პეტრეს 1:16
    ვინაიდან მოხერხებულად შეთხზული ამბების მოყოლით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ საკუთარი თვალით ვიხილეთ მისი სიდიადე.
  13. 1 იოანეს 1:2
    რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა;
  14. იოანეს 20:20
    ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ. და გაიხარეს მოწაფეებმა უფლის ხილვით.
  15. გალატელთა 1:15-16
    ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით, გამოეცხადებინა ჩემში თავისი ძე, რათა წარმართებისთვის მეხარებინა იგი; მყისვე როდი ვეთათბირე ხორცსა და სისხლს.
  16. იოანეს 16:14
    იგი მე განმადიდებს, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ.
  17. გალატელთა 1:12
    ვინაიდან არც მე მიმიღია და მისწავლია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
  18. 1 პეტრეს 1:7
    რათა თქვენი გამოწრთობილი რწმენა, ცეცხლში გამობრძმედილ, ხრწნად ოქროზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდეს, ქების, პატივისა და დიდებისთვის იესო ქრისტეს გამოჩენისას,
  19. 1 პეტრეს 1:13
    ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
  20. 1 პეტრეს 1:7
    და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
  21. კოლოსელთა 3:4
    და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით.
  22. იოანეს 16:15
    ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

← ყველა თემა „ქ“-ზე