მთავარითემები „ქ“ქრისტეს ბუნება

ქრისტეს ბუნება

29 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 1:35
    მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს შენ. ამიტომ ბავშვს, რომელიც დაიბადება, წმიდა და ღმერთის ძე დაერქმევა.
  2. საქმეები 4:27
    რადგან ნამდვილად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად,
  3. გამოცხადება 3:7
    და ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის გასაღები, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
  4. ებრაელთა 1:9
    შენ შეიყვარე სამართალი და შეიძულე ურჯულოება. ამიტომ გცხო შენ ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად.
  5. საქმეები 10:38
    როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. როგორ დადიოდა, სიკეთეს იქმოდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან დათრგუნულებს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
  6. ესაია 11:5
    და იქნება სიმართლე სარტყელი მისი წელისა და ჭეშმარიტება - სარტყელი მისი თეძოებისა.
  7. 1 თესალონიკელთა 5:24
    სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.
  8. იოანეს 7:18
    ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს; ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში.
  9. 1 იოანეს 5:20
    ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტში, მის ძე იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
  10. ზაქარია 9:9
    იხარე, სიონის ასულო! იზეიმე, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და მხსნელი; თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ვირის ნაშიერზე.
  11. იოანეს 5:30
    ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვსჯი, და ჩემი სამართალი მართალია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
  12. იოანეს 8:46
    რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
  13. 1 პეტრეს 1:19
    არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
  14. ებრაელთა 7:26
    ასეთი მღვდელმთავარი შეგვფეროდა ჩვენ: წმიდა, უბოროტო, შეურყვნელი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული,
  15. ფსალმუნები 39:8
    შენი სურვილის შესრულება მწადია, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
  16. იოანეს 4:34
    ეუბნება მათ იესო: „ჩემი საკვებია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
  17. იოანეს 15:10
    თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.
  18. ესაია 53:9
    სამარხი ბოროტმოქმედთა გვერდით მიუჩინეს, მაგრამ მდიდართან დაიკრძალა, რადგან არ ჩაუდენია ცოდვა, და სიცრუე არ იყო მის ბაგეებში.
  19. 1 პეტრეს 2:22
    მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;
  20. იოანეს 8:29
    ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, არ დამტოვა მარტო, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი.
  21. ესაია 53:7
    ის ევნო და თავისი ნებით ეწამა და არ გაუხსნია ბაგე; როგორც ცხვარი ისე მიჰყავდათ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მისი მპარსველის წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგეები.
  22. ებრაელთა 2:17
    ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღმერთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად.
  23. 1 ტიმოთეს 1:16
    სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ ჩემში იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა მთელი თავისი სულგრძელება სამაგალითოდ მათთვის, ვინც ირწმუნებს მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
  24. ლუკას 19:41
    და როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო.
  25. იოანეს 13:1
    პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ქვეყნიერებიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი, შეიყვარა რა თავისიანები, რომლებიც ამ ქვეყნად იყვნენ, და ბოლომდე შეიყვარა ისინი.
  26. იოანეს 15:13
    არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.
  27. 2 კორინთელთა 8:9
    რადგან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, მდიდარი, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
  28. ლუკას 22:27
    რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური.
  29. ფილიპელთა 2:8
    დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე.

ქება სოლომონისა 5:16
მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი – ყოვლად სანატრელი. ეს არის საყვარელი ჩემი, ეს არის სატრფო ჩემი, ასულნო იერუსალიმისანო!

← ყველა თემა „ქ“-ზე