მთავარითემები „პ“პრიმშოების სიკვდილი

პრიმშოების სიკვდილი

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 4:21-23
    და უთხრა უფალმა მოსეს: „იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელთ მოგეცი. მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ის ხალხს. და უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ჩემი პირმშო ძეა ისრაელი. და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი ძე, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!’
  2. გამოსვლა 11:5-6
    და მოკვდება ყოველი პირმშო ვაჟი ეგვიპტის ქვეყანაში – ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავს რომ უზის; და ყოველი პირველმოგებული მამალი პირუტყვი. და ატყდება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება.
  3. გამოსვლა 12:12
    მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაში იმ ღამით და მოვაკვდინებ ყოველ ეგვიპტელ პირველშობილს კაციდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვსჯი. მე ვარ უფალი.
  4. რიცხვნი 3:13
    რადგან ჩემია ყოველი პირმშო. იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში. ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან ისინი; მე ვარ უფალი.
  5. ფსალმუნები 77:51
    განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი – ქამის კარვებში.
  6. იესო ნავეს ძე 6:26
    მაშინ დაიფიცა იესომ, ასე: „წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააგებს ამ ქალაქს – იერიხოს! თავის პირმშოზე დააფუძნოს მისი საძირკველი, და თავის უმცროსზე დადგას მისი კარიბჭე.
  7. 3 მეფეთა 16:34
    მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხო. თავის პირმშოზე, აბირამზე დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით.
  8. ებრაელთა 11:28
    რწმენით გამართა პასექი და სისხლის პკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს.

← ყველა თემა „პ“-ზე