მთავარითემები „პ“პირადი სიკეთე

პირადი სიკეთე

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფილიპელთა 2:4
    თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
  2. მეორე რჯული 12:28
    გაფრთხილდით და შეისმინეთ ყველა ეს სიტყვა, რომელსაც გამცნებთ, რათა სამუდამოდ სიკეთეში ცხოვრობდეთ თქვენ და თქვენს შემდეგ თქვენი ძენი, ვინაიდან კარგად და სწორად მოიქცევით უფლის, თქვენი ღმერთის თვალში.
  3. ეფესელთა 6:2-3
    პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით, - რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
  4. ებრაელთა 12:10
    ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი - ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.
  5. ფსალმუნები 118:71
    კარგია ჩემთვის, რომ ვეტანჯე, რათა ვისწავლო შენი წესები.
  6. 1 მეფეთა 26:20
    თქვა საულმა: „შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, აღარ გიბოროტებ, რადგან ძვირფასი ყოფილა ჩემი სიცოცხლე შენს თვალში. უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი”.
  7. 1 მეფეთა 26:23
    აჰა, როგორც მე დავაფასე დღეს შენი სიცოცხლე, ასევე დააფასოს ჩემი სიცოცხლე უფალმა და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისგან”.
  8. ლუკას 6:45
    კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
  9. 2 პეტრეს 1:5
    და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას - შემეცნება,
  10. ფსალმუნები 33:12-14
    ვინ არის კაცი, რომელსაც სიცოცხლე სურს და უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად? შეიკავე შენი ენა ბოროტებისგან და ბაგენი - მზაკვრული სიტყვებისგან. ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.
  11. ებრაელთა 6:9
    მაგრამ, გვჯერა საყვარელნო, რომ უკეთესნი ხართ და ფლობთ გადარჩენას, თუმცა ამგვარად ვლაპარაკობთ.
  12. მათეს 26:24
    ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.
  13. მათეს 18:6
    ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
  14. მარკოზის 9:42
    ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ.

← ყველა თემა „პ“-ზე