ბიბლიის მუხლები თემაზე
პატიოსნება
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იგავნი 10:9
სწორი გზით მოარული უშიშრად ივლის, გზის გამმრუდებელი კი გამომჟღავნდება.
- იგავნი 11:3
წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება.
- იგავნი 28:6
სჯობს თავის სიმართლეში მავალი ღარიბი მრუდე გზით მავალ მდიდარს.
- 1 პეტრეს 3:16
კეთილი სინდისი გქონდეთ, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი.
- იგავნი 12:22
ცრუ ბაგენი სძულს უფალს, ერთგული კი სასურველია მისთვის.
- იგავნი 21:3
სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლშეწირვაზე სასურველია უფლისათვის.
- 2 კორინთელთა 8:21
რადგან ვცდილობთ სიკეთისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც.
- იგავნი 4:25-27
დაე, შენმა თვალებმა წინ იყურონ, და შენი წამწამები არ დახარო. სწორად წარმართე შენი ნაბიჯები და ყველა შენი გზა უსაფრთხო იქნება. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ და ფეხი შენი განარიდე ბოროტებას.
- ებრაელთა 13:18
ილოცეთ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ.
- ლუკას 6:31
როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
- ფსალმუნები 40:11-12
იმით გავიგე, რომ გიყვარვარ, რომ მტერმა არ გაიხარა ჩემზე. ჩემი უბიწოებისათვის შემეწიე და შენს წინაშე დამაყენე სამარადისოდ.
- ფილიპელთა 4:8
დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.
- ესაია 26:7
მართლის გზა მოსწორებულია. უფალო, შენ ასწორებ მართალთა სავალს.
მსგავსი თემები: