მთავარითემები „ო“ორმოცი დღე

ორმოცი დღე

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 4:2
    იმარხულა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ბოლოს მოშივდა.
  2. საქმეები 1:2-3
    იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით აძლევდა დავალებებს მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია, რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ.
  3. დაბადება 7:17
    ორმოც დღეს იყო წარღვნა დედამიწაზე. ადიდდა წყალი, აიღო და მიწიდან აწია კიდობანი.
  4. დაბადება 8:6
    ორმოცი დღის დასასრულს, გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა გაკეთებული.
  5. დაბადება 50:3
    შეუსრულდა მას ორმოცი დღე, რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას. და დასტიროდა ეგვიპტე სამოცდაათი დღე.
  6. გამოსვლა 18:24
    შევიდა მოსე შუაგულ ღრუბელში და ავიდა მთაზე; ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე.
  7. გამოსვლა 34:28
    და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
  8. რიცხვნი 13:26
    დაბრუნდნენ, ქვეყნის დაზვერვიდან ორმოცი დღის შემდეგ.
  9. მეორე რჯული 9:25
    დავემხე უფლის წინაშე და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რადგან თქვა უფალმა, „გავანადგურებ ამ ხალხს”.
  10. 1 მეფეთა 17:16
    დილა-საღამოს გამოდიოდა ხოლმე ფილისტიმელი; ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
  11. 3 მეფეთა 19:6-8
    გაიხედა ელიამ და აჰა, ნაკვერჩხლებზე გამომცხვარი ნამცხვარი და წყლით სავსე ქილა უდგას სასთუმალთან. შეჭამა, დალია და ისევ დაწვა. მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს”. ადგა, ჭამა, სვა და მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
  12. ეზეკიელი 4:6
    შეასრულებ ამას და დაწვები მარჯვენა გვერდზე; ორმოც დღეს ატარებ იუდას ტაძრის ურჯულოებას. თითო დღე თითო წლისთვის დაგიდგინე.
  13. იონა 3:4
    ერთი დღე იარა იონამ ქალაქში; ქადაგებდა და ამბობდა: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე!
  14. ლუკას 4:2
    ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.

← ყველა თემა „ო“-ზე