მთავარითემები „ო“ოჯახების ბუნება

ოჯახების ბუნება

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 127:3
    შენი ცოლი, მსხმოიარე ვაზივით იქნება შენს სახლში; შენი შვილები, ზეთისხილის ყლორტებივით იქნებიან შენი სუფრის გარშემო.
  2. მეორე რჯული 4:9-10
    მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს იმ დღეზე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე წარსდექი ხორებთან და მითხრა უფალმა: „შეკრიბე ხალხი და მოვასმენინებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში დედამიწაზე ცხოვრების მანძილზე და თავიანთ ძეებსაც ასწავლონ”.
  3. იგავნი 31:27
    თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს მუქთად არა სჭამს.
  4. 1 ტიმოთეს 3:4
    თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.
  5. დაბადება 45:24
    გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: „გზაში ნუ იდავებთ”.
  6. ფსალმუნები 132:1
    აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!დაბადება 50:17-21 ‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, შეუნდე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტად მოგექცნენ.’ ახლა შეუნდე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს”. და ატირდა იოსები, როდესაც ამას ეუბნებოდნენ. მივიდნენ მისი ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: „აჰა, შენი მონები ვართ!” უთხრა მათ იოსებმა: „ნუ გეშინიათ, განა ღმერთის მაგიერი ვარ? ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე. ამიტომ ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენც და თქვენს ბავშვებსაც”. ანუგეშა ისინი და გულითადად ელაპარაკა.
  7. მათეს 18:21-22
    მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?” უთხრა მას იესომ: „არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
  8. მეორე რჯული 24:16
    შეიძინეთ ამ ფულით ყველაფერი, რასაც ისურვებთ: ძროხა, ცხვარი, ღვინო თუ მაგარი სასმელი, ყველაფერი, რასაც ინატრებთ და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლეულმა.
  9. ფსალმუნები 100:7
    ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქმნელი; ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაფუძნდება ჩემს თვალწინ.
  10. მეორე რჯული 29:18
    ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს.
  11. იერემია 10:25
    გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ მოუხმობენ, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, მოსპეს ის და მოაოხრეს მისი საძოვრები.

← ყველა თემა „ო“-ზე