მთავარითემები „ნ“ნათესავების სიყვარული

ნათესავების სიყვარული

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 132:1
    აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!
  2. 1 ტიმოლთეს 5:4
    ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.
  3. 1 ტიმოთეს 5:16
    თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწვნენ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს.
  4. იგავნი 17:17
    მეგობარს ყოველთვის ეყვარები, ძმა კი უბედურებაში დასახმარებლად არის შობილი.
  5. იგავნი 18:24
    არიან მეგობრები, ერთმანეთს რომ მტრობენ, მაგრამ არის მეგობარი - ძმაზე უფრო ახლობელი.
  6. ესთერი 8:6
    რადგან, როგორ ვუყურო იმ ბოროტებას, რაც ჩემს ხალხს უნდა შეემთხვას? როგორ ვუყურო ჩემიანების დაღუპვას?
  7. ლევიანნი 21:1-4
    უთხრა უფალმა მოსეს: „განუცხადე მღვდლებს, აჰარონის ძეებს, და უთხარი: არცერთი მათგანი არ შეიბილწოს მიცვალებულის შეხებით თავის ხალხში. მხოლოდ თავისი უახლოესი ნათესავების გამო: დედის და მამის, ძისა და ასულის, თავისი ძმის,  და თავისი დის, ქალწულისა, რომელიც არ იყო გათხოვილი - მათთვის შეუძლია გაუწმიდურება.  ნუ გაიუწმიდურებს თავს კაცი თავის ხალხში, რათა არ წაიბილწოს.
  8. ეზეკიელი 44:25
    მკვდართან არ მივლენ, რათა არ შეიბილწონ. მხოლოდ მამასთან და დედასთან, ძესთან და ასულთან, ძმასთან და იმ დასთან, რომელსაც კაცი არ ჰყოლია - ამათთან შეიძლება შეიბილწონ.
  9. რიცხვნი 6:7
    არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის ან დის გამო, მათი გარდაცვალების დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.
  10. 1 ტიმოთეს 5:8
    ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
  11. დაბადება 13:8
    და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.
  12. 3 მეფეთა 12:24
    ასე ამბობს უფალი: ნუ გახვალთ და ნუ იბრძოლებთ თქვენს ძმებთან, ისრაელის ძეებთან; თითოეული თავის სახლს დაუბრუნდეს, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს”. და ისმინეს უფლის სიტყვა და დაბრუნდნენ უკან უფლის სიტყვისამებრ.
  13. საქმეები 7:26
    მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ ერთმანეთში; მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?

← ყველა თემა „ნ“-ზე