მთავარითემები „ნ“ნათესავები

ნათესავები

23 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 12:6
    რადგან შენმა ძმებმაც და მამაშენის სახლმაც გიღალატა, ისინიც ხმამაღლა დაგყვირიან. სასიკეთოდაც რომ გელაპარაკონ, ნუ ერწმუნები”.
  2. 1 ტიმოთეს 5:18
    ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
  3. იგავნი 19:7
    ძმებსაც კი სძულთ ღარიბი კაცი; კიდევ უფრო გაურბიან მას მეგობრები; ევედრება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.
  4. დაბადება 24:38
    არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.
  5. დაბადება 4:9
    ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: „არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?
  6. ფასლმუნები 132:1
    აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!
  7. გამოსვლა 6:20
    და შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად: და შვა ქალმა აჰარონი და მოსე. და იყო ყამრამის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
  8. დაბადება 19:12
    ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: „კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.
  9. 4 მეფეთა 4:13
    უთხრა მსახურს: „უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: „არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.
  10. დაბადება 29:12
    უთხრა იაკობმა რახელს, რომ იგი მამამისის დის, რებეკას შვილი იყო. გაიქცა რახელი და შეატყობინა მამას.
  11. რუთა 2:1
    ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ქმრის მხრიდან, ელიმელექის საგვარეულოდან, ძალზე შეძლებული კაცი, სახელად ბოყაზი.
  12. რუთი 2:3
    წავიდა რუთი და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე აღმოჩნდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.
  13. რუთი 3:2
    განა ჩვენი ახლო ნათესავი არაა ბოყაზი, ვის მსახურებთანაც იყავი? ამაღამ კალოზე იქნება ის ქერის გასანიავებლად.
  14. 2 მეფეთა 19:42
    უპასუხეს იუდას კაცებმა ისრაელის კაცებს: „იმიტომ, რომ ჩვენი ახლო ნათესავია მეფე. რატომ გაბრაზებთ ეს ამბავი? განა მეფის ხარჯზე გვიჭამია, ან განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?
  15. 3 მეფეთა 20:32
    ჯვალო შემოიკრეს წელზე, საბელები დაიდეს თავზე; მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: „შენმა მსახურმა, ბენ-ჰადადმა შემოგითვალა, გემუდარები, შემინარჩუნეო სიცოცხლე”. მიუგო: „ნუთუ ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმაა იგი!
  16. 4 მეფეთა 10:13
    რომ იუდას მეფის, ახაზიას ძმებს შეხვდა. ჰკითხა: „ვინ ხართ?” მიუგეს: „ახაზიას ძმები ვართ, მეფისა და დედოფლის ძეების მოსაკითხად მივდივართ”.
  17. ნეემია 13:4
    მანამდე კი ელიაშიბ მღვდელს, ტობიას ახლობელს, რომელიც ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე იყო დადგენილი,
  18. ლუკას 13:4
    ან ხომ არ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის დანარჩენი მკვიდრნი?
  19. ლუკას 1:36
    აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
  20. რომაელთა 16:7
    მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომლებიც განთქმულნი არიან მოციქულებს შორის და ჩემზე უწინაც იყვნენ ქრისტეში.
  21. რომაელთა 16:11
    მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი; მოიკითხეთ ნარკისუსის სახლეულნი, უფალში მყოფნი.
  22. რომაელთა 16:21
    მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი.
  23. ლუკას 1:61
    უთხრეს: „შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.

← ყველა თემა „ნ“-ზე