მთავარითემები „ნ“ნათელში ცხოვრება

ნათელში ცხოვრება

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 5:8
    ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,
  2. იოანეს 9:4
    სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
  3. რომაელთა 13:12
    ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.
  4. ფილიპელთა 2:15
    რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;
  5. 1 ოიანეს 1:7
    ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.
  6. იოანეს 3:21
    ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.
  7. ეფესელთა 5:9
    რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;
  8. იოანეს 11:9
    მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან წუთისოფლის სინათლეს ხედავს.
  9. 1 იოანეს 2:10
    ვისაც თავისი ძმა უყვარს, ის სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში.
  10. მათეს 6:22
    სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.
  11. იგავნი 15:30
    ნათელი თვალები გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.
  12. საქმეები 13:47
    ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
  13. რომაელთა 2:19
    და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის,
  14. ლუკას 11:35
    გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!

← ყველა თემა „ნ“-ზე