მთავარითემები „ნ“ნაჩქარევი გადაწყვეტილება

ნაჩქარევი გადაწყვეტილება

26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავები 19:2
    ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს – შესცოდავს.
  2. ეკლესიასტე 7:9
    ნუ იჩქარებ გაბრაზებას, რადგან ბრიყვთა გულში ბუდობს სიბრაზე.
  3. დაბადება 18:6
    აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: „იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
  4. დაბადება 18:7
    ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
  5. დაბადება 24:20
    სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
  6. დაბადება 43:30
    და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.
  7. დაბადება 44:11
    სწრაფად ჩამოიღო თითოეულმა თავისი ტომარა და მოუხსნეს პირები.
  8. გამოსვლა 10:16
    სასწრაფოდ მიიწვია ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: „შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთისა და თქვენს წინაშე.
  9. გამოსვლა 34:8
    ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.
  10. მეორე რჯული 16:3
    არ ჭამოთ მასთან ერთად საფუარიანი; ჭამეთ შვიდი დღე მასთან ერთად ხმიადი – გაჭირვების პური, ვინაიდან ჩქარობდი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლისას, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეთ ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლის დღე.
  11. იეოს ნავეს ძე 4:10
    იდგნენ კიდობნის მზიდველი მღვდლები იორდანეს შუაგულში, ვიდრე არ შესრულდა ყოველი სიტყვა, რაც უბრძანა უფალმა იეშუას ხალხისთვის სათქმელად, მოსეს ანდერძისამებრ იეშუასადმი; და ჩქარობდა ხალხი გაღმა გადასვლას.
  12. 1 მეფეთა 21:8
    უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არა გაქვს ხელთ შუბი ან მახვილი? რადგან სასწრაფო იყო მეფის ბრძანება და თან არ წამომიღია ჩემი მახვილი და საჭურველი”.
  13. 1 მეფეთა 23:26
    ამ დროს მივიდა მაცნე საულთან და უთხრა: „იჩქარე და წადი, რადგან ფილისტიმელნი შემოესივნენ ქვეყანას”.
  14. 2 მეფეთა 19:17
    თან ათასი ბენიამინელი კაცი ახლდა. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურით; იჩქარეს და მეფეზე წინ გადმოლახეს იორდანე.
  15. 3 მეფეთა 12:18
    გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი ხარკის ასაკრეფად, მაგრამ ქვებით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და მოკვდა. ისწრაფა მეფე რეხაბყამმა ეტლზე ასვლა და იერუსალიმს გაქცევა.
  16. 4 მეფეთა 7:15
    იორდანემდე მიჰყვნენ მათ კვალს და, აჰა, მთელი გზა სავსე იყო ტანისამოსით და საბრძოლო აღჭურვილობით, არამელებს რომ დასცვენოდათ სიჩქარეში. მობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს.
  17. ეზრა 4:23
    როდესაც რეხუმის, შიმშაი მწიგნობარის და მათი თანამზრახველების წინაშე წაიკითხეს მეფე ართახშასთას წერილი, დაუყოვნებლივ წავიდნენ იერუსალიმში იუდეველებთან და ძლიერი მკლავით შეაწყვეტინეს მუშაობა.
  18. დანიელი 2:25
    მაშინ არიოქმა სასწრაფოდ წარუდგინა მეფეს დანიელი და უთხრა: ვიპოვე კაცი დევნილი იუდევლების ძეთაგან, რომელიც მეფეს სიზმრის მნიშვნელობას აუხსნის”.
  19. დანიელი 3:24
    მაშინ ფეხზე წამოიჭრა გაოცებული ნაბუქოდონოსორი და თავის მთავრებს უთხრა: „განა სამი შებოჭილი კაცი არ ჩავყარეთ ცეცხლში?” მიუგეს და უთხრეს მეფეს: „ჭეშმარიტად, მეფევ!
  20. დანიელი 6:19
    გათენებისთანავე, განთიადზე ადგა მეფე და სასწრაფოდ წავიდა ლომების ხაროსკენ.
  21. იონა 4:2
    შეღაღადა უფალს და უთხრა: „გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯას.
  22. ნაუმი 2:5
    უხმობს აშურის მეფე თავის რჩეულთ, მაგრამ ბრკოლდებიან თავიანთ სვლაში; გალავნისკენ მიისწრაფიან, იქაც გამაგრებულია დაცვა.
  23. ლუკას 1:39
    ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
  24. ლუკას 2:16
    სასწრაფოდ მივიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.
  25. ლუკა 19:6
    და სწრაფად ჩამოსულმა, სიხარულით მიიღო იგი.
  26. საქმეები 20:16
    პავლემ ეფესოსთვის გვერდის ავლა გადაწყვიტა, რათა აზიაში არ დაყოვნებულიყო; ჩქარობდა, უნდოდა მეერგასე დღეს, თუ მოუხერხდებოდა, იერუსალიმში ყოფილიყო.

← ყველა თემა „ნ“-ზე