მთავარითემები „ნ“ნაადრევი სიკვდილი

ნაადრევი სიკვდილი

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 57:1
    კვდება მართალი და არ არის კაცი, გულთან რომ მიიტანოს ეს; მადლის კაცები წარიტაცებიან და არავის ესმის, რომ ბოროტების მიზეზით წარიტაცება მართალი.
  2. ფსალმუნები 101:24
    ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ ჩემი დღეების ნახევარს! თაობიდან თაობამდეა შენი წლები.
  3. იობი 22:15-16
    ნუთუ იმ ძველ გზას ადგახარ, ავკაცნი რომ დადიოდნენ, რომელნიც უდროოდ იქნენ წარტაცებულნი, რომელთა საძირკველიც მდინარემ გადარეცხა?
  4. ეკლესიასტე 7:17
    ნუ იქნები მთლად უღმრთო და ნურც მთლად ბრიყვი, რათა მშვიდობით გალიო შენი სიცოცხლის დღენი.
  5. ესაია 38:10
    ვთქვი: ჩემი დღეების შუაძალზე მივადექი შავეთის კარიბჭეებს, მომაკლდება დანარჩენი წლები.
  6. გოდება იერემიასი 2:12
    დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.
  7. იობი 36:13-14
    გულმრუდნი აღძრავენ რისხვას, შველას არ ითხოვენ მისგან, როდესაც ბორკილს ადებს მათ. სიჭაბუკეშივე კვდება მათი სული, და მათი სიცოცხლე თავდება სირცხვილში.

← ყველა თემა „ნ“-ზე