მთავარითემები „მ“მხიარულება

მხიარულება

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 15:13
    მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის სევდა კი გულგატეხილობას.
  2. ზაქარია 9:16-17
    და იხსნის იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, თავის ხალხს როგორც ცხვრის ფარას; რადგან, როგორც გვირგვინის თვლები ისე გაბრწყინდებიან ისინი მის მიწაზე. ო, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რა საოცარია მისი მშვენება! ჭაბუკებს პური აძლიერებს, ქალწულებს – მაჭარი.
  3. მარკოზის 6:54-55
    როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. შემოირბინეს მთელი ის მხარე და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო.
  4. იოანეს 16:33
    ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.
  5. 2 კორინთელთა 9:7
    თითოეულმა ისე გაიღოს, როგორც გულით აირჩია: არა მწუხარებითა და ძალდატანებით. რადგან „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.
  6. რომაელთა 12:8
    თუ გამამხნევებელია – გამხნევებაში, გამნაწილებელია – უბრალოებაში, წინამდგომია – სიბეჯითეში და მწყალობელია – მხიარულებაში.
  7. ფსალმუნები 67:3
    ხოლო მართალნი გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე, და სიხარულით იზეიმებენ.
  8. ფსალმუნები 117:24
    ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში!
  9. იგავნი 15:30
    თვალთა სინათლე გულს ახარებს და კარგი ამბავი ძვლებს აპოხიერებს.
  10. იგავნი 17:22
    მხიარული გული აჯანმრთელებს, დავრდომილი სული კი ძვლებს ფიტავს.
  11. რომაელთა 12:7-9
    თუ მსახურებაა – ემსახურე, თუ ეს მოძღვრობის ნიჭია – დამოძღვრე, თუ გამხნევის ნიჭია – გაამხნევე, თუ გამნაწილებელის – გაანაწილე უბრალოებით, თუ წინამძღოლის – უწინამძღვრე ბეჯითად და თუ მწყალობელის – ხალისით გაეცი წყალობა. იყოს თქვენი სიყვარული წრფელი. გძაგდეთ ბოროტი და შეუერთდით კეთილს.
  12. იაკობის 5:13
    ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს.
  13. ეკლესიასტე 11:9
    იხარე, ყრმაო, სიყმაწვილეში, გამხიარულოს გულმა ჭაბუკობის ხანს, მიჰყევი შენი გულის გზებს და შენს თვალთა სურვილს; მაგრამ იცოდე, რომ ყოველივე ამისთვის ღმერთი წარგადგენს სამსჯავროზე.
  14. საქმეები 27:25
    ამიტომ გამხნევდით, ხალხნო, რადგან მე მწამს ღმერთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა.

← ყველა თემა „მ“-ზე