მთავარითემები „მ“მტრები

მტრები

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 23:22
    თუ კარგად მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
  2. ლუკას 6:27-29
    ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენს შეურაცხმყოფელთათვის. ვინც ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირე. ვინც მოსასხამს გართმევს, პერანგსაც ნუ დაუკავებ.
  3. ლევიანნი 26:6
    დავამყარებ მშვიდობას ქვეყანაში და მშვიდად და უშფოთველად დაწვებით. განვდევნი სასტიკ მხეცებს ქვეყნიდან. და მახვილი არ გადაივლის თქვენს ქვეყანაზე.
  4. იგავნი 24:17-18
    შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ, და ფეხს რომ წაიტეხავს, ნუ გაიხარებს შენი გული, თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდება მის თვალში, და მოაქცევს მისგან თავის რისხვას.
  5. რომაელთა 12:19-21
    შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ – ამბობს უფალი. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ კეთილით სძლიე ბოროტს.
  6. ფსალმუნები 137:7
    თუნდაც საფრთხეში გავიარო, შენ მე დამიცავ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.
  7. იგავნი 16:7
    თუ სასურველია უფლისათვის კაცის გზები მის მტრებსაც შეარიგებს მასთან.
  8. მათეს 5:43-44
    თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.
  9. 1 პეტრეს 3:9
    ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და ლანძღვას ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
  10. ფსალმუნები 36:1-6
    ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულისწადილს. მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს. და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
  11. 1 თესალონიკელთა 2:18
    ამისათვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთიორჯერ, თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.
  12. ლუკას 23:34
    იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.” და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით.
  13. ფსალმუნები 137:7
    თუ გავივილი საფრთხეში, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.

← ყველა თემა „მ“-ზე