მთავარითემები „მ“მშვილდოსნები

მშვილდოსნები

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 ნეშტთა 5:18
    რეუბენის ძეებში, გადის ძეებში და მენაშეს ნახევარ ტომში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხი ათას შვიდასსამოცი გამოდიოდა საომრად.
  2. 1 ნეშტთა 8:40
    ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები. ყველა ესენი ბენიამინის ძეთაგან იყვნენ.
  3. 1 ნეშტთა 12:1-2
    აჰა ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა. ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ. მშვილდისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან.
  4. 2 ნეშტთა 14:8
    ასას ჯარი ჰყავდა: სამასი ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და ორას ოთხმოცი ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.
  5. 2 ნეშტთა 26:14
    და დაუმზადა ყუზიაჰუმ მთელ ლაშქარს ფარები, შუბები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები, მშვილდები და შურდულის ქვები.
  6. 1 მეფეთა 31:1-3
    და გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელებს, და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი. და მიეწვივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი – საულის შვილები. და მრისხანე გახდა ბრძოლა საულთან. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა, და იგი მძიმედ დაიჭრა.
  7. 4 მეფეთა 19:32
    ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.
  8. ესაია 13:17-18
    აი, მე აღვძრავ მათზე მიდიელთ, რომელნიც ვერცხლს არ აფასებენ და ოქრო არ სურთ. და მათი მშვილდები ყმაწვილთ გააპობენ, და მუცლის ნაყოფს არ შეიბრალებენ. ბავშვებს არ დაზოგავს მათი თვალი.
  9. იერემია 51:11
    გალესეთ ისრები, შეავსეთ კაპარჭები! გამოაღვიძა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო.
  10. ესაია 66:19
    და მე მივცემ მათ ნიშანს და გავგზავნი მათგან გადარჩენილებს ხალხებთან თარშიშში, ფულში და ლუდში, მშვილდის დამჭიმველთ – თუბალში და იაბანში, შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი და არ უნახავთ ჩემი დიდება. და აუწყებენ ჩემს დიდებას ხალხებში.
  11. იერემია 4:29
    მხედართა და მშვილდოსანთა ხმაზე გარბის მთელი ქალაქი, შევიდნენ უღრანებში და ავიდნენ კლდეებზე, მთელი ქალაქი მიტოვებულია და კაციშვილი არ ცხოვრობს მასში.

← ყველა თემა „მ“-ზე