მთავარითემები „მ“მშვიდობის ღმერთი

მშვიდობის ღმერთი

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მსაჯული 6:24
    სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში.
  2. 1 კორინთელთა 14:33
    ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდანთა ყველა ეკლესიაში.
  3. რომაელთა 15:33
    მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!
  4. რომაელთა 16:20
    ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!
  5. 2 კორინთელთა 13:11
    და ბოლოს, ძმებო, იხარეთ და სრულყოფას მისდიეთ, ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, იცხოვრეთ მშვიდობაში; და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
  6. ფილიპელთა 4:9
    რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
  7. ებრაელთა 13:20
    ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო,
  8. 2 თესალონიკელთა 3:16
    თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყოველმხრივ. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
  9. ესაია 9:6
    რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.
  10. ზაქარია 9:10
    მოვსპობ ეტლებს ეფრემიდან, ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი; მშვიდობას აუწყებს იგი ხალხებს, ზღვიდან ზღვამდე იქნება მისი ხელმწიფება და მდინარიდან - ქვეყნის ბოლომდე.

← ყველა თემა „მ“-ზე