მთავარითემები „მ“მშვიდად ლოცვა

მშვიდად ლოცვა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 6:6
    შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
  2. 1 მეფეთა 1:13
    გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
  3. მარკოზის 1:35
    განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
  4. ლუკას 5:16
    ის კი უდაბურ ადგილებში გადიოდა სალოცად.
  5. რომაელთა 8:26
    ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
  6. 1 კორინთელთ 14:28
    თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს.
  7. ფსალმუნები 61:5
    მხოლოდ ღმერთს ელოდება სული ჩემი მდუმარედ, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.

← ყველა თემა „მ“-ზე