მთავარითემები „მ“მშობლიური სიყვარული

მშობლიური სიყვარული

30 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 6:4
    თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
  2. დაბადება 37:35
    ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
  3. დაბადება 42:38
    მაგრამ უთხრა მას მამამისმა: „არ წამოვა თქვენთან ერთად ჩემი ძე, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა დამრჩა. და თუ ხიფათი შეემთხვევა გზაზე, სადაც მიდიხართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.
  4. დაბადება 46:30
    უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!
  5. 2 მეფეთა 12:16
    ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.
  6. 2 მეფეთა 13:39
    და ენატრებოდა მეფე დავითს აბესალომის ნახვა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ყამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.
  7. 2 მეფეთა 18:5
    უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: „დაზოგეთ ყმაწვილი აბესალომი!” მთელმა ხალხმა გაიგონა, რაც უბრძანა მეფემ სარდლებს აბესალომის შესახებ.
  8. მარკოზის 5:23
    ევედრებოდა და ეუბნებოდა: „ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.
  9. მარკოზის 9:24
    ბავშვის მამამ იმწამსვე შესძახა ცრემლმორეულმა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას”.
  10. ლუკას 15:20
    ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.
  11. იგავნი 22:6
    გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.
  12. რომაელთა 5:8
    ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.
  13. იგავნი 13:24
    წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.
  14. ებრაელთა 12:6
    რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”.
  15. 2 მეფეთა 18:33
    შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: „შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!
  16. იგავნი 28:7
    რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს.
  17. იგავნი 29:15
    წკეპლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი დედას არცხვენს.
  18. იგავნი 10:1
    იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
  19. იგავნი 17:25
    ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და სიმწარე მშობელისათვის.
  20. იგავნი 29:3
    სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს, მეძავთა მადევარი - ქონებას ანიავებს.
  21. იგავნი 15:20
    ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
  22. იგავნი 23:24
    ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
  23. იგავნი 27:11
    ბრძენი იყავ შვილო და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემზე აუგის მთქმელს.
  24. ლუკას 15:23-24
    მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ! ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა.
  25. 1 მეფეთა 10:2
    დღესვე, ჩემგან რომ წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის სამარხთან ცელცახში, ბენიამინის საზღვარზე. გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წახვედი; აჰა, დაავიწყდა მამაშენს ვირები და შენზე დარდობს: რა ვიღონო ჩემი შვილისთვისო?
  26. დაბადება 37:14
    უთხრა: „წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
  27. ესთერი 2:11
    ყოველდღე მიმოდიოდა მორდექაი ქალთა სახლის ეზოს წინ, რომ ესთერის მდგომარეობა და ამბავი გაეგო.
  28. 1 მეფეთა 2:19
    პატარა სამოსელს უმზადებდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ამოდიოდა ქმართან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად.
  29. მათეს 7:11
    მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
  30. იესო ნავეს ძე 15:19
    უპასუხა: „მაკურთხე, და რადგან ნეგები ანუ სამხრეთის მიწა გაქვს მოცემული, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მანაც მისცა ზემო და ქვემო წყაროები.

← ყველა თემა „მ“-ზე