მთავარითემები „მ“მშობლები

მშობლები

25 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 20:12
    პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
  2. ლევიანნი 19:3
    თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
  3. იგავნი 23:22
    უსმინე მამაშენს, რომელმაც გაგაჩინა და ნუ მოიძულებ დედაშენს, როცა მოხუცდება.
  4. ეფესელთა 6:4
    თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
  5. მათეს 19:16-19
    და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?” „ხოლო მან უთხრა: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”. „ჰკითხა: „რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: „არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ. „პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
  6. ეფესელთა 6:1-3
    შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით, - რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
  7. კოლასელთა 3:20
    შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში.
  8. 1 ტიმოთე 5:4
    ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.
  9. ეზეკიელი 22:7
    მამას და დედას არად აგდებენ შენში, მწირს ჩაგრავენ, ობოლს და ქვრივს ატყუებენ.
  10. მათეს 10:21
    ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ.
  11. ლუკას 14:26
    თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
  12. იგავნი 15:20
    ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
  13. იგავნი 15:5
    ბრიყვი უარყოფს მამის შეგონებას, მხილების შემსმენი კი გონიერდება.
  14. მეორე რჯული 6:7
    შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
  15. მეორე რჯული 21:19
    მოჰკიდოს ხელი დედ-მამამ და წაიყვანონ ქალაქის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე.
  16. იგავნი 22:6
    გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.
  17. ესაია 38:19
    ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი შეგაქებს, როგორც მე გაქებ დღეს. მამა აუწყებს შვილებს შენს ერთგულებას.
  18. 2 კორინთელთა 12:14
    აჰა, მზად ვარ, მესამედაც მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, ვინაიდან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას; რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისთვის, არამედ მშობლები - შვილებისთვის.
  19. იგავნი 1:8
    ისმინე შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
  20. იგავნი 7:1
    შვილო, ჩემი ნათქვამი დაიცავი და შენში დაიუნჯე ჩემი მცნებანი.
  21. მიქა 7:6
    რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღსდგა, რძალი - დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.
  22. ოსია 5:7
    უფალს უღალატეს, რადგან უკანონო შვილები შობეს; ახალმთვარობა შეჭამს მათ და მათ მიწას.
  23. დაბადება 25:28
    უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
  24. იოველი 1:3
    ამაზე უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა - თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა - შემდეგ თაობას.
  25. იობი 1:5
    ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.

← ყველა თემა „მ“-ზე