მთავარითემები „მ“მშობლად გახდომა

მშობლად გახდომა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 6:4
    თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
  2. იგავნი 22:6
    ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.
  3. კოლოსელთა 3:21
    მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.
  4. იგავნი 13:24
    ვინც თავის შოლტს ზოგავს, სძულს თავისი ძე, ხოლო ვისაც უყვარს, სჯის მას.
  5. იგავნი 19:18
    დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ.
  6. იგავნი 23:13-14
    ნუ მოერიდები ყმაწვილის დასჯას, რადგან თუ შოლტით სცემ მას, არ მოკვდება. შენ შოლტით სცემ მას, მის სულს კი შავეთისაგან იხსნი.
  7. გამოსვლა 20:12
    პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
  8. ფსალმუნები 126:3-5
    აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
  9. იგავნი 29:15
    შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას.
  10. იგავნი 29:17
    დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს.
  11. 2 ტიმოთეს 3:16-17
    მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.
  12. ტიტეს 2:4-5
    რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს, უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, ოჯახზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
  13. მეორე რჯული 4:9-10
    მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი თავი, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს; და გულიდან ნუ ამოგივარდება სიცოცხლის განმავლობაში. და აცოდინე შენს ძეთ და შენს ძეთა ძეებს, ის დღე, როდესაც იდექი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ხორებთან, და მითხრა მე უფალმა: “შემიკრიბე ხალხი, და გავაგონებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში მთელი იმ დღეების განმავლობაში, ვიდრე მიწაზე ცოცხლობენ, და ასწავლონ თავიანთ ძეებს.
  14. ფსალმუნები 102:13
    როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი;

← ყველა თემა „მ“-ზე