მთავარითემები „მ“მოხუცებულის პატივისცემა

მოხუცებულის პატივისცემა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლევიანნი 19:32
    წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
  2. იგავნი 23:22
    უსმინე მამაშენს, რომელმაც გაგაჩინა და ნუ მოიძულებ დედაშენს, როცა მოხუცდება.
  3. 1 ტიმოთეს 5:1
    ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი - როგორც ძმები,
  4. იობი 29:8
    დამინახავდნენ ყმაწვილები და განზე დგებოდნენ, წამოიმართებოდნენ მოხუცები და ფეხზე იდგნენ;
  5. 1 ტიმოთეს 5:2
    დედაკაცები - როგორც დედები, ყმაწვილქალები - როგორც დები, მთელი სიწმიდით.
  6. 1 პეტრეს 5:5
    ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
  7. იგავნი 16:31
    ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.
  8. იგავნი 20:29
    ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი - მათი ჭაღარა.
  9. ტიტეს 2:2
    რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში.

← ყველა თემა „მ“-ზე