მთავარითემები „მ“მოსმენა

მოსმენა

35 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 1:5
    მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და - დაკვალიანდება;
  2. 1 მეფეთა 3:10
    მივიდა უფალი, დადგა და მოუხმო, როგორც მანამდე: „სამუელ! სამუელ!” და თქვა სამუელმა: „ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”.
  3. 2 ნეშტთა 20:15
    თქვა: „ისმინე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იოშაფატ! ასე ამბობს უფალი: ნუ შეგაშინებთ და შეგაძრწუნებთ ეს დიდი ურდო, რადგან თქვენი კი არაა ეს ბრძოლა, არამედ ღმერთის.
  4. ფსალმუნები 80:8
    ისმინე ჩემო ხალხო და შენ წინააღმდეგ დავამოწმებ ისრაელო, თუ მომისმენ.
  5. მიქა 2:1
    ისმინე, ყველა ერო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
  6. საქმეები 2:14
    ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: „იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს.
  7. საქმეები 13:16
    პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: „კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
  8. საქმეები 28:28
    ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.
  9. მათეს 17:5
    ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!
  10. მათეს 9:7
    და გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც დაჩრდილა ისინი, ხოლო ღრუბლიდან გამოვიდა ხმა: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მას უსმინეთ!
  11. ლუკას 9:35
    და გაისმა ხმა ღრუბლიდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი რჩეული, მას უსმინეთ”.
  12. იოანეს 10:27
    ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან.
  13. მათეს 15:10
    მოუხმო იმ ხალხს და უთხრა: „ისმინეთ და შეიგნეთ:
  14. მაკოზის 7:14
    კვლავ მოუწოდა ხალხს და უთხრა: „მომისმინეთ ყველამ და გაიგეთ,
  15. ლუკას 10:16
    ვინც თქვენ მოგისმენთ, მე მომისმენს; თქვენი უარმყოფელი, მე უარმყოფს; ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომავლინებელს უარყოფს!
  16. იოანეს 10:8
    ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ავაზაკი, და არ მოუსმინა მათ ცხვარმა.
  17. იგავნი 19:20
    შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
  18. ფსალმუნები 33:11
    მოდით შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
  19. იგავნი 5:7
    ახლა მე მომისმინეთ შვილებო და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს.
  20. იგავნი 7:24
    ამიტომ, მისმინეთ ახლა შვილებო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს:
  21. იგავნი 12:15
    სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.
  22. იგავნი 13:1
    ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.
  23. იგავნი 15:31
    სასიცოცხლო მხილების შემსმენი ყური ბრძენთა შორის გაათევს ღამეს.
  24. ლუკას 2:46
    სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვართა შორის მჯდარი, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.
  25. იერემია 26:13
    ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ; ფუჭია, საკუთარი გულის ხილვებს აცხადებენ და არა იმას, რაც უფლის ბაგედანაა.
  26. იერემია 27:9
    ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველებსა და თქვენს ჯადოსნებს, თქვენს მესიზმრეებს, თქვენს მკითხავებსა და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან, არ მოემსახურებით ბაბილონის მეფესო.
  27. ეზეკიელი 13:19
    შემბღალეთ ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის ჩემს ხალხთან, რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ უნდა მოკვდნენ და ცოცხლად ტოვებთ იმათ, რომლებიც არ არიან საცოცხლებელნი; ჩემს ხალხს ატყუებთ, ტყუილის მომსმენთ.
  28. 1 იოანეს 4:1
    საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.
  29. ეზეკიელი 3:7
    ხოლო ისრაელის სახლი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ; ჭეშმარიტად, მთელი ისრაელის სახლი ჯიუტი და თვითნებაა.
  30. 4 მეფეთა 17:14
    არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი;
  31. 4 მეფეთა 18:12
    რადგან არ ისმინეს უფლის, თავიანთი ღმერთის ხმა და დაარღვიეს მისი აღთქმა; ყოველივე, რაც მოსემ, უფლის მსახურმა ამცნო, არც ისმინეს და არც აღასრულეს.
  32. ნეემია 9:17
    არ ინებეს მოსმენა და არ გაიხსენეს შენი საკვირველებანი, რომლებიც მოიმოქმედე მათ შორის; ქედები გაიმაგრეს და წინამძღოლი დაიყენეს, რათა ურჩობით მონობაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ შენ, ღმერთო მიმტევებელო, მადლიანო, შემბრალებელო, სულგრძელო და დიდად მოწყალევ, შენ არ მიატოვე ისინი.
  33. იერემია 17:23
    მაგრამ, არ შეისმინეს, ყური არ დამიგდეს; ქედები გაიფიცხეს, რომ არ მოესმინათ და დარიგება არ მიეღოთ.
  34. საქმეები 16:14
    გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.
  35. ლუკას 5:1
    ერთხელ, როცა გენესარეთის ტბასთან იდგა და ხალხი აწყდებოდა მას, რათა ღმერთის სიტყვა მოესმინა,

← ყველა თემა „მ“-ზე