ბიბლიის მუხლები თემაზე
მორწმუნეების აღშენება
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იუდა 1:20
ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,
- კოლოსელთა 2:6-7
ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო, უფალი, ასევე იარეთ მასში, ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც განისწავლეთ, და მადლიერებით აღვსილებმა.
- 1 პეტრეს 2:4-5
მიდით მასთან – ცოცხალ ქვასთან, რომელიც დაიწუნეს ადამიანებმა, ღმერთისაგან კი რჩეული და პატივდებულია. და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღმერთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მიერ.
- რომაელთა 15:2
ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად.
- რომაელთა 14:19
მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.
- ეფესელთა 4:29
ნურანაირი უშვერი სიტყვა ნუ დაგცდებათ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, რაც საჭიროა აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.
- ებრაელთა 3:13
არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველდღე, სანამ ითქმის – დღეს, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცთურით.