მთავარითემები „ა“აღშენების მაგალითები

აღშენების მაგალითები

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 3:28
    და უბრძანე იესოს, და გაამხნევე იგი და გაამაგრე, რადგან ის გაუძღვება ამ ხალხს და დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც შენ დაინახავ.
  2. იობი 4:3-4
    აჰა, შენ ბევრს არიგებდი ჭკუას, და დაუძლურებულ მკლავებს აღონივრებდი; შენი სიტყვა წაქცეულს ფეხზე აყენებდა და აკანკალებულ მუხლებს განამტკიცებდა.
  3. ესაია 40:1-2
    ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ერი! – ამბობს თქვენი ღმერთი. – გული მოუოხეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ტყვეობა, რომ გამოსყიდულია მისი ცოდვები, რადგან ორმაგად მიუზღო უფალმა ყველა მისი ცოდვების გამო.
  4. ლუკას 22:32
    მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.
  5. საქმეები 14:22
    და განამტკიცებდნენ მოწაფეთა სულებს, და ამხნევებდნენ, დარჩენილიყვნენ რწმენაში, რადგან მრავალი ჭირის დათმენა გვმართებს ღმერთის სამეფოში შესასვლელადო.
  6. საქმეები 15:32
    იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს.
  7. 1 თესალონიკელთა 3:2
    და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღმერთის მსახური ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში,

← ყველა თემა „ა“-ზე