მთავარითემები „მ“მომავალი სიხარული ღმერთში

მომავალი სიხარული ღმერთში

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 85:4
    გაახარე შენი მსახური, რადგან შენკენ აღვაპყარ ჩემი სული, უფალო.
  2. ფსალმუნები 89:14
    შენი წყალობით გაგვაძღე გარიჟრაჟზე, რათა სიხარულით ვიგალობოთ და ვიმხიარულოთ მთელი ჩვენი დღენი.
  3. ფსალმუნები 84:6
    ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენში გაიხაროს შენმა ხალხმა?
  4. ზაქარია 8:19
    ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მარხვა მეოთხე თვისა და მარხვა მეხუთესი, მარხვა მეშვიდესი და მარხვა მეათე თვისა სიხარულად, ლხინად და საამურ ზეიმად იქცევა იუდას სახლისთვის, ოღონდ შეიყვარეთ ჭეშმარიტება და მშვიდობა.
  5. ზაქარია 10:7
    გმირივით იქნება ეფრემი და გამხიარულდება მათი გული, როგორც ღვინისგან; იხილავენ მათი ძენი და გამხიარულდებიან; უფლით გაიხარებს მათი გული.
  6. იოანეს 16:22
    ახლა თქვენც დამწუხრებულნი ხართ, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული; და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ”.

← ყველა თემა „მ“-ზე