მთავარითემები „მ“მომავალი

მომავალი

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 16:9
    კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.
  2. იაკობის 4:13-15
    ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო; თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.
  3. იერემია 40:31
    უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.
  4. მათეს 6:33
    თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
  5. იერემია 29:11
    ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.
  6. იგავნი 27:1
    ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.
  7. ეფესელთა 2:7
    რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.
  8. ფსალმუნები 138:4
    ჯერ ენაზეც არ მომდგომია სიტყვა, აჰა, უკვე სრულად იცის უფალმა.
  9. ფილიპელთა 3:14
    ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
  10. ესაია 43:18
    ნუ გაიხსენებთ წარსულს, გასულ დღეებზე ნუ იფიქრებთ.
  11. რომაელთა 8:28
    ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.
  12. იგავნი 3:5-6
    მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
  13. იგავნი 32:18
    აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა - ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;
  14. 1 კორინთელთა 16:13
    იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით!

← ყველა თემა „მ“-ზე