ბიბლიის მუხლები თემაზე
მოკვლა
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- გამოსვლა 20:13
არა კლა.
- დაბადება 9:5-6
უსათუოდ მოვიკითხავ თქვენ სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი
- ლევიანნი 17:11
რადგან სისხლშია ხორციელის სიცოცხლე; და სამსხვერპლოსთვის მოგეცით ის, თქვენი სიცოცხლის გამოსასყიდად, რადგან სისხლია, სიცოცხლეს რომ გამოისყიდის.
- 3 მეფეთა 13:24
წავიდა, შემოეყარა გზად ლომი, და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი, სახედარი ედგა გვერდით და ლომიც გვამთან იდგა.
- მათეს 5:21
გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება.
- იგავნი 6:17
ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები,
- მათეს 15:19
ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.
- გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი“.
- მათეს 26:52
მაშინ იესომ უთხრა მას: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
- ოსია 13:16
დადანაშაულდება სამარია, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან! აიკუწებიან მისი ბავშვები და გაიფატრებიან მისი ორსულნი.
- გამოსვლა 21:12-13
თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს. ხოლო თუ განზრახ არ მოუკლავს და ღმერთმა ჩაუგდო ხელში, მაშინ დავუნიშნავ ადგილს, სადაც თავს შეაფარებს
- ლევიანნი 20:13
თუ მამაკაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: სისაძაგლე ჩაიდინეს მათ; უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.
- ლევიანნი 24:17
კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.
- მარკოზის 7:21
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,
- რიცხვნი 35:33
არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც იცხოვრებთ, რადგან სისხლი ბილწავს მას. არ განიწმიდება ქვეყანა მასში დაღვრილი სისხლისგან, თუ არა მხოლოდ მისი დამღვრელის სისხლით.