ბიბლიის მუხლები თემაზე
მოდრეკილი
5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 33:18
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის ის.
- ფსალმუნები 50:17
შესაწირავი ღმერთისა არის სული მოდრეკილი; მოდრეკილსა და მორჩილ გულს არ დაამცირებ, ღმერთო.
- ფსალმუნები 146:3
განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
- ესაია 66:2
ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას – გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.
- 1 პეტრეს 5:5
ასევე, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.