მთავარითემები „მ“მოციქულთა აღწერა

მოციქულთა აღწერა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 3:1
    ამიტომ, წმიდა ძმებო, ზეციური მოწოდების თანაზიარნო, ჩაწვდით მოციქულსა და მღვდელმთავარს, რომელსაც ვაღიარებთ, იესოს,
  2. საქმეები 14:14-15
    ეს რომ გაიგონეს მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, ტანისამოსი შემოიხიეს, ყვირილით ხალხში შეცვივდნენ და თქვეს: „ხალხნო, ამას რას აკეთებთ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებათაგან მოიქცეთ ცოცხალი ღმერთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია;
  3. 2 კორინთელთა 8:23
    ტიტე კი, – ის ჩემი მეგობარი და თანამშრომელია თქვენთან. ხოლო ჩვენი ძმები, – ისინი ეკლესიების წარგზავნილნი და ქრისტეს დიდება არიან.
  4. 2 კორინთელთა 11:12-13
    მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენისთანანი აღმოჩნდნენ იმაში, რითაც იქადიან. რადგან ესენი არიან ცრუმოციქულები, მზაკვარი მუშაკები, რომლებსაც ქრისტეს მოციქულებად მოაქვთ თავი.
  5. ლუკას 5:27
    ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი მე.
  6. იოანეს 14:22
    ეუბნება მას იუდა, არა ისკარიოტელი: „უფალო, რას ნიშნავს ეს, რომ შენ ჩვენ გამოგვეცხადები და არა ქვეყნიერებას?
  7. საქმეები 1:26
    და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიასს, და მიეთვალა ის თერთმეტ მოციქულს.
  8. 2 კორინთელთა 1:1
    პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღმერთის ნებით, და ძმა ტიმოთე – ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, მთელ აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:
  9. 1 თესალონიკელთა 1:1
    პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა.
  10. 1 თესალონიკელთა 2:9
    ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღე და ღამე ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ასე ვქადაგებდით თქვენს შორის ღმერთის სახარებას.
  11. რომაელთა 16:7
    მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმული არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე.

← ყველა თემა „მ“-ზე