მთავარითემები „მ“მკვლელთა მსჯავრი

მკვლელთა მსჯავრი

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 9:6
    ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
  2. გამოსვლა 21:12
    თუ ვინმემ ცემით მოკლა კაცი, უსათუოდ ისიც უნდა მოკვდეს.
  3. ლევიანნი 24:17
    კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.
  4. ლევიანნი 24:21
    ვინც პირუტყვს მოკლავს, უნდა ზღოს იგი, კაცის მკვლელი კი უნდა მოკვდეს.
  5. რიცხვნი 35:33
    არ წაბილწოთ ქვეყანა, რომელშიც იცხოვრებთ, რადგან სისხლი ბილწავს მას. არ განიწმიდება ქვეყანა მასში დაღვრილი სისხლისგან, თუ არა მხოლოდ მისი დამღვრელის სისხლით.
  6. რიცხვნი 35:21
    თუ მტრობით დაარტყამს ხელს და მოკლავს, სიკვდილით უნდა დაისაჯოს დამრტყმელი, რადგან მკვლელია იგი; და მოსისხლე შურისმგებელს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.
  7. რიცხვნი 35:16-19
    ოლო თუ ვინმე რკინის იარაღს დაარტყამს და მოკლავს კაცს, მაშინ მკვლელია იგი; უცილობლად სიკვდილით უნდა დაისაჯოს ასეთი მკვლელი.  თუ ვინმე ხელით ქვას მოარტყამს კაცს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს მკვლელი.  თუ ხისგან დამზადებულ ხელის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება იგი, მაშინ მკვლელია ის; უცილობლად მოკვდეს ეს მკვლელი.  მოსისხლე შურისმგებელს თვითონ შეუძლია მკვლელის მოკვლა: როცა შეხვდება მას, თვითონვე მოკლას იგი.
  8. დაბადება 42:22
    თქვა რეუბენმა: "ხომ გეუბნებოდით, არ შეგეცოდათ ბიჭის წინააღმდეგ და არ დამიჯერეთ. აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი”.
  9. ეზეკიელი 16:38
    გაგასამართლებ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მოგაწევ გულისწყრომისა და ეჭვიანობის სისხლს.
  10. 1 ტიმოთე 1:9
    ვიცით, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და ბილწთა, მამისმკვლელთათვის, დედისმკვლელთათვის და კაცისმკვლელთათვის;
  11. მათეს 26:52
    მაშინ იესომ უთხრა მას:,,თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
  12. გამოცხადება 21:8
    ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
  13. გამოცხადება 22:15
    მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.

← ყველა თემა „მ“-ზე